სამგორის მეტროსთან ქვეითს ზებრაზე სატვირთო დაეჯახა

Published:

თბილისში, სამგორის მეტროსთან ქვეითთა გადასასვლელზე სატვირთო მანქანა ქვეითს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. ჩვენთვის გამოგზავნილი ფოტო მასალის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევა 15:06 საათზე მოხდა.

დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ, მასალა უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში დაზუსტდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img