დავით აღმაშენებლის დროს ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველი და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მისი სტრატეგიული პოზიციიდან და საერთაშორისო საზოგადოებასთან კავშირებიდან მომდინარეობდა. ის სწორად ხედავდა ხაზინის ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას, ეყრდნობოდა სავაჭრო და საქარავნო გზების რთულ ქსელს და ამით, ქვეყანას განვითარების საშუალებას აძლევდა. სწორად აფასებდა მოცემულ სიტუაციას და აკეთებდა იმას, რისი გაკეთებაც დღევანდელმა გეოპოლიტიკურმა კონიუნქტურამ კიდევ ერთხელ მოითხოვა.
საქართველოს გააჩნია პოტენციალი, გახდეს სატრანზიტო ჰაბი. თავისი სტრატეგიული მდებარეობით ის გვევლინება ევროპისა და აზიის შემაერთებელ კარიბჭედ, რომელიც ტრანსპორტირების დროს და დანახარჯს შეამცირებს. საქართველოზე, როგორც სატრანსპორტო დერეფანზე, მოთხოვნის გაზრდა ცივილიზებული სამყაროს მხრიდან აგრესორისთვის სანქციების დაწესებამ განაპირობა. ჩვენს ქვეყანას გააჩნია საზღვაო პორტები, აეროპორტები და რკინიგზა, ქვეყანა გვევლინება აბრეშუმის გზის მთავარი ლოგისტიკური ცენტრის როლში. ამ ეტაპზე საქართველოს შავი ზღვის 2 პორტი გააჩნია, კერძოდ, ფოთის და ბათუმის. ეს კი გვაძლევს პირდაპირ წვდომას ევროპასთან, ხოლო მისი შიდა სარკინიგზო კავშირები საზღვაო ტრანსპორტის ალტერნატივას გვთავაზობს ცენტრალური აზიისა და ჩინეთისკენ მიმავალი ტვირთისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწობედებლია ევროპისა და აშშ-ის ბაზრისთვის. სანქციების შემდგომ, ჩინეთის მიზანს არ წარმოადგენს ურთიერთობა გაიფუჭოს ევროპასთან და აშშ-სთან, რადგან მისი ეკონომიკის დიდი ნაწილი სწორედ ამ ორ გიგანტთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ისიც მხარს უჭერს ამ მარშრუტების განვითარებას. საქართველოსთვის სამომავლოდ წინ გადადგმულ ნაბიჯად ისახება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის შესანიშნავი ალტერნატივაა, რადგან ჩინეთიდან ტვირთები ყაზახეთის კასპიის ზღვის ბაქო-თბილისის რკინიგზის გავლით თბილისში ჩამოვა, საიდანაც ფოთის პორტამდე ტრანსპორტირდება, შემდეგ კი შავი ზღვის მეშვეობით, ტვირთების გადაზიდვისას ევროპის მიმართულებით 6 დღეს მოვიგებთ. იმავე მარშრუტით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, შეგვიძლია, ჩინეთიდან ტვირთები მივაწოდოთ თურქეთსაც ბევრად უფრო სწრაფად და იაფად, ვიდრე სხვა ნებისმიერს შეუძლია.
პოტენციალის ათვისების ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში:
შემოთავაზებული გამოსავალი არის აქტიური პრივატიზაცია საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებასთან ერთად. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთიანი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს აქტიურ პრივატიზაციას, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივები კერძო საკუთრებაში უნდა გადავიდეს, ქვეყანაში დამოუკიდებელი ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის შექმნასთან ერთად. ეს ინიციატივა გზას გაუხსნის კერძო ბირჟების განვითარებას და მეტ ინვესტიციას ქვეყანაში. საფონდო ბირჟის გამოყენებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მინიმალური ინვესტიციებით შეიძინონ წილები რკინიგზაში, პორტებში, ჰიდროელექტროსადგურებში და მცირე საწარმოებში. სანაცვლოდ ისინი წლიურ დივიდენდებს მიიღებენ, რაც წარმოადგენს მოგების ნაწილს.
როგორ უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა:
საქართველოში საზღვაო პორტის მშენებლობა არ უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ ინვესტორებსა და მთავრობებს შორის შეთანხმებებს, არამედ უნდა დაფინანსდეს ბირჟაზე გამოშვებული აქციებიდან მიღებული ინვესტიციებით. ამ აქციების შეძენის უპირველესი უფლება საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ. საზღვაო ნავსადგური უნდა ჩაითვალოს ქართველი ხალხის კოლექტიურ საკუთრებად და როგორც ასეთი, მათ უნდა მიიღონ დივიდენდები მისი მოგებიდან.
ეს მიდგომა უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვაო ნავსადგურის სარგებლისა და საკუთრების გაზიარებას, რაც შეესაბამება ინკლუზიურობის პრინციპს და აძლევს მათ შესაძლებლობას, რომ საფონდო ბირჟაზე აქციების შეთავაზებით, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. საზღვაო პორტის პროექტი ფინანსდება უფრო დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, რაც საშუალებას აძლევს ინდივიდებს, განახორციელონ ინვესტიციები თავიანთი ინტერესებისა და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად.
გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეების აქციონერებად ჩართვით და საზღვაო ნავსადგურის მოგებიდან მათთვის დივიდენდების მიწოდებით, პროექტი მოსახლეობისთვის მუდმივი ეკონომიკური სარგებლის წყარო ხდება. ეს შეთანხმება აძლიერებს კავშირს საზღვაო პორტსა და ერის კეთილდღეობას შორის, ქვეყნის რესურსები და ინფრასტრუქტურა გამიზნულია მისი მოქალაქეების მოსამსახურებლად და სასარგებლოდ.
რა მოლოდინები არსებობს საქართველოში:
გლობალურ ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს ოთხი ძირითადი ფინანსური ცენტრი: ნიუ-იორკის, ლონდონის, ციურიხის და ტოკიოს საფონდო ბირჟები. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ, თუ ჩინეთის ეკონომიკა ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს გადაუხვევს, შეიძლება განიხილებოდეს როგორც პოტენციური რისკი.
არსებობს კონტრასტი აზიის ვერტიკალურ ეკონომიკასა და ჰორიზონტალურ ეკონომიკას შორის დაკავშირებაზე. ეს კონტრასტი მოითხოვს სპეციფიკურ ეკონომიკურ გარემოს, სადაც ეს განსხვავებული ეკონომიკური მოდელები შეიძლება გადაიკვეთონ, გაიარონ ტრანსფორმაცია და საბოლოოდ გავრცელდნენ.
საერთო საფუძველის პოვნა და ამ მრავალფეროვანი ეკონომიკური სისტემების დაახლოებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა გადამწყვეტია. ამით ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ ჰარმონიულ თანაარსებობას და იდეების გაცვლას, რაც გამოიწვევს მდგრად ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას საქართველოში.
თანამედროვე შუა დერეფნის განვითარება მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც მოიცავს საფონდო ბირჟებს, ინფრასტრუქტურას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და აქტიურ პრივატიზაციას. ეს ელემენტები ურთიერთდაკავშირებულია და ერთმანეთს აძლიერებს, ერთად მუშაობენ ეკონომიკური ზრდის გასაძლიერებლად, ვაჭრობისა და კავშირის გასაადვილებლად, ასევე რეგიონული თანამშრომლობის გასამყარებლად.
რისი მომტანი იქნება შუა დერეფანი საქართველოსთვის:
- გაზრდილი ინვესტიციების.
- გაფართოებული კაპიტალის.
- დამატებითი სამუშაო ადგილების შესაძლებლობის.
- გაძლიერებული ბიუჯეტის განაწილების.
- გაუმჯობესებული ცხოვრების ხარისხის.
- სამართლიანი სასამართლო სისტემის.
ექსპერტების მოსაზრებით, რეგიონის აღნიშნულ 12%-ს არათანაბარ ნაწილებად გაიყოფენ ქვეყნები: თურქეთი 6%-ით, რადგან 21 ლოგისტიკური ცენტრით მოიაზრება, 2%-ს ბაქო წაიღებს, 1%-ს ერევანი, საქართველოს კი 3% შეხვდება. 45 ტრილიონის 3% რომ გამოვიყვანოთ, გამოვა, რომ საქართველოს 1.35 ტრილიონი დოლარი შეხვდება. სწორედ ასეთი შემოსავალი უნდა ნახოს ქვეყანამ. არსებულ ეტაპზე 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მიაღწევს 28,7 მლრდ ლარს, ანუ 47.03-ჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე ზემოთ მოყვანილი ციფრებია.
სტატიის ავტორი: ეკონომისტი, გელა გრძელიძე