ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვს კიდევ ერთი ოპერაცია 2-3 კვირაში ჩაუტარდება

Published:

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვს კიდევ ერთი ოპერაცია 2-3 კვირაში ჩაუტარდება. – განაცხადა “კარაპს მედლაინის” პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კალანტაროვმა.

როგორც მან აღნიშნა, პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფება.

„ოპერაცია სასწრაფო იყო. თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დეფექტი სასწრაფოდ უნდა დაგვეფარა. ოპერაცია გეგმის მიხედვით ჩატარდა, საშუალოდ, 12-13 საათს გაგრძელდა. პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფება. რაც იყო დაგეგმილი, ყველაფერი შესრულდა. დეფექტის 80% უკვე დახურულია. ვფიქრობთ, 2-3 კვირაში კიდევ დასჭირდება მსგავსი ოპერაციის მეორე ეტაპი, იმისთვის, რომ ძვლოვანი დეფექტი სრულფასოვნად დავხუროთ“, – აღნიშნა ალექსანდრე კალანტაროვმა.

ცნობისთვის, 15 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img