მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს უმრავლესობისთვის ივანიშვილი უზარმაზარი პატივისცემის ადრესატია

Published:

საქართველოს უმრავლესობისთვის ივანიშვილი უზარმაზარი პატივისცემის ადრესატია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიისთვის დახმარების გაწევას ეხებოდა.

„ქართული ოცნება” შემდგარი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ნებისმიერ არჩევნებზე დამოუკიდებლად პოზიციონირებას შეძლებს – და ბოლო წლების განმავლობაში, ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. მე ჩვენს პარტიაში ადამიანი არ მეგულება, ვისთვისაც ის უზარმაზარი პატივისცემის ადრესატი არ იყოს – ასე არის საქართველოს უმრავლესობისთვისაც“, – განაცხადა სარჯველაძემ. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img