შალვა პაპუაშვილი – რუსეთის მიმართ სანქციებს ჩვენ არ ვუერთდებით!

Published:

სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა ცნობილია. რუსეთის მიმართ სანქციებს ჩვენ არ ვუერთდებით. ამ გადაწყვეტილებამ მოგვიტანა ის, რომ საქართველო არ დადგა ომის რისკის ქვეშ და მიიღო კანდიდატის სტატუსი, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს სია მხოლოდ რუსეთს არ ეხება და მასში რამდენიმე ქვეყანაცაა მოხსენიებული.

„ეს სანქციების სია არ ეხება მხოლოდ რუსეთს, იცით, რომ რამდენიმე ქვეყანასაც ეხება, მათ შორის საქართველოც მიუერთდა ჩრდილოეთ კორეასა და დნესტრისპირეთთან დაკავშირებულ საკითხებს. რაც შეეხება რუსეთის მიმართ სანქციებს, საქართველოს განცხადებული პოლიტიკა აქვს და ამ პოლიტიკას მივყვებით. ამ პოლიტიკამ ჩვენ მოგვიტანა ის, რომ გვაქვს ის საკმარისი სტაბილური მდგომარეობა საქართველოში, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას. ამ პოლიტიკამ მოგვიტანა კანდიდატის სტატუსი. რაც შეხება გადაწყვეტილებსა და დეტალებს, ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო გიპასუხებთ. კიდევ ერთხელ, სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა ცნობილია. რუსეთის მიმართ სანქციებს ჩვენ არ ვუერთდებით. ამ გადაწყვეტილებამ მოგვიტანა ის, რომ საქართველო არ დადგა ომის რისკის ქვეშ, ეკონომიკური კოლაფსის რისკის ქვეშ და მიიღო კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა შალა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპულმა საბჭომ „მაგნიტსკის აქტის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img