ჩვენი რეიტინგი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მეტი, მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში – ისეთი წონის და პოლიტიკური რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება, როგორიც ბიძინა ივანიშვილი არ არის, -განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, აჟიოტაჟი, რაც ივანიშვილის გამოჩენას მოჰყვება ხოლმე, მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა ავტორიტეტი აქვს მას.
„ის, რომ ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პატივისცემით და სიყვარულით და მას აქვს მოქალაქეების განუზომლად დიდი მხარდაჭერა, ეს ფაქტია. ის, რომ მისი რამდენიმე წუთით თუ საათით გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე რადიკალური ოპოზიციის თუ ტელევიზიების მხრიდან, ესეც მეტყველებს, რაოდენ დიდია მისი ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება მის პოლიტიკაში შემობრუნებაზე საკითხს, არ მგონია დღეს „ქართულ ოცნებას” ამის საჭიროება ჰქონდეს. ჩვენი რეიტინგი ნამდვილად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მეტი, მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში და 2024 წლის არჩევნებზე კიდევ უფრო წარმატებული შედეგი დავდოთ. ისეთი წონის და პოლიტიკური რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება, როგორიც ბიძინა ივანიშვილი არ არის”,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.