გუდაურში 2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიება დღეს, 20 დეკემბერს, 14.00 საათზე გაიმართება.
სათხილამურო სეზონის გახსნის ცერემონიას მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
გუდაურში (ახალ გუდაურში, სადაც სეზონის გახსნის ღონისძიება გაიმართება) მოთხილამურეებს ორი ახალ საბაგირო კომპლექსი დახვდება. საბაგიროები არის ექვს ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის ე.წ „ბაბლი“, 1249 და 1369 მეტრის სიგრძის, თითო საბაგიროს გამტარუნარიანობა – 1800-2400 ადამიანი საათში.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი საბაგიროები ავსტრიულ–შვეიცარიულმა კომპანიამ „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ააშენა.