ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე – მადლობა “ვივამედს” გამოაჯანმრთელეს ისე, რომ პოლიტიკაზე ფიქრობს

Published:

მიხარია, რომ ჯანზეა მიხეილ სააკაშვილი , სუპერ პაკზე ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს – გაერთიანდით, შემოდით ბიჭებო სუპერ პაკში, ბელადის დაკვეთაა! – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუას თქმით, სააკაშვილის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ “ჯიგარი ჯანზეა”.

„მადლობა “ვივამედს”! – გამოაჯანმრთელეს ისე, რომ პოლიტიკაზე ფიქრობს და ამ ხელმოცარულებს სტრატეგიასა და სუპერ პაკს უმუშავებს. მივესალმები – მოვუწოდებ, რომ ყურად იღონ მათი ბელადის დაკვეთა და ეს ლუზერები გაერთიანდნენ. ქართულ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება გაუმარტივდება ხელმოცარულებსა და “ქართულ ოცნებას” შორის, სიბნელესა და განვითარებას შორის, ქაოსსა და მშვიდობას შორის, ლუზერებსა და გამარჯვების პლატფორმას შორის. ორ ბანაკად დაყოფა უპირველეს ყოვლისა ქართველი ამომრჩევლის ინტერესშია, სადაც იქნება “ქართული ოცნება”, ხოლო იქეთ – გაერთიანება სუპერ პაკი! გაერთიანდით სუპერ პაკში, ბელადის დაკვეთაა!

გაერთიანდით, შემოდით ბიჭებო სუპერ პაკში: ჭიჭე! ხაბე! დანარჩენები ჩახდილებს რომ ვეძახი – ხოშტარა და გიჟი ჯაფარა! მიაწექით სუპერ პაკს!”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.  

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“ ინიციატივით მიმართავს, შეიქმნას პოლიტიკური აქტივობების და ერთობის კომიტეტი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img