ბათუმში, სანაპიროზე მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

Published:

ბათუმში, სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ღამით მოკლეს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img