ხაბეიშვილი – 2024 წელს მთავარი გამარჯვება გველოდება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ

Published:

2024 წელს ჩვენ გველოდება მთავარი გამარჯვება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქართველი ხალხი დაწინაურდა ამ ბრძოლაში 1:0, როცა ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ფოთში რაიონულ ორგანიზაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი და „ნაციონალური მოძრაობა”, „გამარჯვების პლატფორმა” ამ მიმართულებით ყველაფერს გააკეთებს.

„ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალთ. ვხვდებით ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს, მინდა რომ თითოეულ მათგანს გადავუხადო მადლობა იმ ბრძოლისთვის, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიული საქართველოსთვის ბრძოლა ჰქვია და 2024 წელს ჩვენ გველოდება მთავარი გამარჯვება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქართველი ხალხი დაწინაურდა ამ ბრძოლაში 1:0, როცა ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამიტომ ეს გამარჯვება არის ბოლომდე მისაყვანი და „ნაციონალური მოძრაობა”, „გამარჯვების პლატფორმა” ამ მიმართულებით გააკეთებს ყველაფერს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img