ხობის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი დაშავდა

Published:

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთის ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა , სამი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img