ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი არ შეწყვეტს ომს გამარჯვებამდე

Published:

ისრაელი არ შეწყვეტს ომს, სანამ მისი ყველა მიზანი არ შესრულდება – გამარჯვებამდე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„სხვა რაუნდი არ იქნება. არსებობს ეროვნული კონსენსუსი, რომელიც მოიცავს მთელ ხალხს: უნდა იყოს გამარჯვება – ბრძოლა გაგრძელდება, სანამ მიზნები არ შესრულდება. ეს რთული და სასტიკი ომია და თქვენ იცით, რა რთულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჯარისკაცების სიცოცხლე”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 139-მდე გაიზარდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img