გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ წერილი, რომელიც მათ გამოაქვეყნეს, ხალხისთვის სწორი ინფრომაციის მიწოდებას ემსახურება. მისი თქმით, კონკრეტული ძალები ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ისევ შეეცდებიან. მაჭარაშვილი ასევე ირწმუნება, რომ აღნიშნული ძალები 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციასაც შეეცდებიან.
” ის ძალები, რომლებსაც უნდოდათ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება გამოეყენებინათ რევოლუციებისთვის, არეულობისთვის მათი აქაური წარმომადგენლების მეშვეობით, ეს სცენარი ჩავვარდა, მაგრამ ამას ისინი გააგრძელებენ აუცილებლად, რაც აისახა კიდევ, სამწუხაროდ, მაგალითად, ევროკომისიის იმ არასწორ დასკვნებში, რომელიც პირდაპირ მითითებული იქითკენ, რომ როგორმე მოხდეს დისკრედიტაცია ისეთ კონსტიტუციურ ორგანოზე, როგორიცაა ცესკო. თუ კანდიდატის სტატუსის მეშვეობით რევოლუცია აქ ვერ მოახდინეს და ომი ვერ დაიწყეს, ახლა სხვა დასხვა მეთოდებით ცდილობენ, რომ დისკრედიტაცია აქედანვე დაიწყონ იმ არჩევნების, რომელიც ჩატარდება 2024-ში. რა თქმა უნდა, ეს კუდი ჩვენ დავინახეთ და სწორედ აქედან გამომდინარეა ეს წერილი როცა დავწერეთ, რომ ხალხს ვეუბნებით სიმართლეს, ” – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
“ხალხის ძალამ” მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება სწორედ მათი დამსახურებაა.