ქურდობის ბრალდებით ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

Published:

სახლების გაქურდვა ავსტრიაში – საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ხელბორკილები დაადეს უკრაინელ მამაკაცსაც. ბრალდებულებს სახლების ქურდობას ედავებიან.

ავტრიული პოლიცია საქმის მასალებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სხვადასხვა ქალაქში დაჯგუფების წევრებმა, ჯამში, 62 ბინა გაქურდეს. ბინებიდან გატანილია ელექტროტექნიკა და ტანსაცმელი.

არსებული ცნობებით, ქურდობაში მხილებული მამაკაცები მოპარულ ნივთებს საქართველოში გზავნიდნენ, რის გამოც პოლიციამ მათი საცხოვრებელი სახლები საქართველოში გაჩხრიკა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img