ახმეტის სამედიცინო ჰოსპიტალში მშობიარე გარდაიცვალა

Published:

ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა, მეორე დილით ის მოულოდნელად დაიღუპა. ქალის გარდაცვალების ფაქტს ჰოსპიტალში ადასტურებენ.

მედიკოსების ინფორმაციით,  გარდაცვალების მიზეზი, მშობიარობიდან რამდენიმე საათში განვითარებული თრომბოემბოლია გახდა.

„საკეისრო კვეთის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა, პაციენტი იყო კონტაქტური, აქტიური. მეორე დღეს, ერთ- ერთი წამოდგომის დროს განვითარდა თრომბოემბოლია. უსწრაფესად დავიწყეთ რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს ისეთი გართულებაა, მისი პროგნოზირება შეუძლებელია. ბავშვი კარგად არის, გავწერეთ დღეს და ყველა საქმის კურსშია, უბნის პედიატრიც და სოციალური სამსახურიც.

შეტყობინება მშობიარის გარდაცვალების შესახებ, უკვე გადავაგზავნეთ და საკითხს შეისწავლიან”- განაცხადეს ჰოსპიტალში.

გარდაცვლილ ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img