გორში მაღაზიის ძარცვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

Published:

გორში, სტალინის გამზირზე მდებარე მაღაზია ,,დეილიში” ერთი პირი შეიჭრა. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა Qartli.ge ავრცელებს. 

შემთხვევა დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა. სადღეღამისო მაღაზიაში სრულწლოვანი მამაკაცი ძარცვის მცდელობის მუხლით დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი თანხას ითხოვდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img