სეს: არ შეიძინოთ ხორცი საეჭვო ადგილებში

Published:

სურსათის ეროვნული სააგენტოს თქმით, საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე.

სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ შეიძინონ ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები

.ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე); ეტიკეტი განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას; ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ხორცის წარმომავლობისა და სარეალიზაციო ვადების შესახებ.

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის (რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზპროდუტები) გამოყენებით, ადამიანის დაავადების რისკი მაღალია. ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები,” – ნათქვამია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img