საქართველოს რკინიგზა- მოძრაობა 12 საათისთვის განახლდება

Published:

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ  სტიქიის გამო, შეყოვნება აქვს რამდენიმე რეისს, თუმცა მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება.

“ძვირფასო მგზავრებო! დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მთელი ღამე მუშაობდნენ. ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მომხდარის გამო შეყოვნება აქვს რამდენიმე რეისს, თუმცა მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება. აქვე აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ, საქართველოს რკინიგზა მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს”- განმარტავენ საქართველოს რკინიგზაში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმი-თბილისის მატარებელი, რომელიც დღეს დილით თბილისის მიმართულებით 08:10 საათზე უნდა გასულიყო, სადგურში მისულ მგზავრებს ადგილზე არ დახვდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img