ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Published:

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა, სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სტიქიას მძიმე შედეგები მოჰყვა – მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები. ბულვარში, პარკსა და სკვერებში დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.

ძლიერი ქარის შედეგად, 40-ზე მეტი ხე-მცენარე დაზიანდა.გარდა ამისა, ქარმა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი გადახადა, რამაც მიმდებარე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა. როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივები ცნობით, მათთან უკვე იმყოფებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ზარალის შეფასება ხვალიდან დაიწყება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img