ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ  ისრაელ – ჰამასის ომის მიზნები და ეტაპები განიხილეს

Published:

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ღაზაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ისრაელ-ჰამასის ომის მიზნებსა და ეტაპებზე ისაუბრეს.

„ლიდერებმა განიხილეს ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში, მისი მიზნები და ეტაპები. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების მხარდამჭერთა, დაცვის აუცილებლობას და ასევე საბრძოლო ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ გადაადგილების აუცილებლობას“ , – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

ორმა ლიდერმა ასევე განიხილა „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების საკითხი და მათი გათავისუფლების მნიშვნელოვნება. ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ცეცხლის შეწყვეტა არ მოუთხოვია.

„დღეს ხანგრძლივი საუბარი მქონდა ნეთანიაჰუსთან და ეს იყო პირადი საუბარი. ცეცხლის შეწყვეტა არ მომითხოვია“, – აღნიშნა ბაიდენმა, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img