ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებაზე“– ახალი წელი, სამუშაო ფორმატების შექმნას რით უშლის ხელს

Published:

ორი თვე გავიდა, იძახიან, რომ ახალი წელია. პარტიულ ყრილობებს თუ არ უშლის ხელს ახალი წელი, სამუშაო ფორმატების შექმნას რით უშლის ხელს. ვის „აბოლებენ“ ამით? შექმნან სამუშაო ფორმატები და დაიწყონ შინაარსობრივად რეფორმების განხორციელება, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს შინაარსობრივი რეფორმები გაატაროს და ცდილობს მნიშვნელობა დაუკარგოს მოლაპარაკებებში ჩართვას.

„სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესია, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად ჩავერთოთ მოლაპარაკების პროცესში. აქ სისწრაფეზეა საუბარი, რომ მოქალაქეების დაკვეთა და სურვილი ძალიან სწრაფად აღსრულდეს. ამის საპირწონედ გამოდიან ვიღაც ექსპერტები, ფულგადახდილი ხალხი, რადიკალური პრორუსული პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის, „ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ამბობენ, რომ არ აქვს აზრი როდის დაიწყება მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების სწრაფად დაწყება ნიშნავს შედეგის მიღწევას, ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები ხორციელდება და ეს ნიშნავს ასევე, იმ ფინანსური რესურსის ათვისებას, რაც კანდიდატის სტატუსს ახლავს. „ქართულ ოცნებას” არ სურს შინაარსობრივი რეფორმები გაატაროს და ცდილობს მნიშვნელობა დაუკარგოს მოლაპარაკებებში ჩართვას, როგორც უკარგავდა კანდიდატის სტატუსს. ორი თვე გავიდა, იძახიან, რომ ახალი წელია. პარტიულ ყრილობებს თუ არ უშლის ახალი წელი ხელს, სამუშაო ფორმატების შექმნას რით უშლის ხელს. ვის „აბოლებენ“ ამით? შექმნან სამუშაო ფორმატები და დაიწყონ შინაარსობრივად რეფორმების განხორციელება. ჩვენ უკვე 2 თვეა ვითხოვთ შექმნას. თქვეს, რომ რაღაც სამოქმედო გეგმა აქვთ – მე ვფიქრობ, ამ სამოქმედო გეგმაში საერთოდ არაფერი წერია, თორემ როგორ შეიძლება გაასაიდუმლოო დოკუმენტი და საზოგადოებას არ აუხსნა რა არის ამ სამოქმედო გეგმაში, რომელიც დააჩქარებს ქვეყნის მოლაპარაკებების ჩართვის პროცესს. ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად გაწელავენ ამ პროცესს, მათ შორის, სამუშაო ფორმატების შექმნის პროცესსაც”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img