ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუშაობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის სიამოვნება, მითუმეტეს, როდესაც ის იყო პოლიტიკაში, მაგრამ თქვა და გადაწყვიტა, რომ აღარ სურდა პოლიტიკაში, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის თქმით, მისთვის უცნობია ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ადამიანს, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ამხელა ამაგი აქვს ქვეყნის წინაშე, უფლება აქვს მივიდეს რომელიღაც ღონისძიებაზე და ის, რომ შიშს გვრის ოპოზიციას და ოპოზიციურ განწყობილ ტელეარხებს, ხომ არ ბრუნდება, არის ძალიან კარგი, რადგან როგორც პოლიტიკაში ყოფნის დროს, ისე არ ყოფნის დროსაც ბიძინა ივანიშვილი თავის პოზიტიურ ფუნქციას ასრულებს. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუშაობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის სიამოვნება, მითუმეტეს, როდესაც ის იყო პოლიტიკაში, მაგრამ თქვა და გადაწყვიტა, რომ აღარ სურდა პოლიტიკაში, რადგან გუნდი იყო ჩამოყალიბებული და ხედავთ, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის გუნდი და ზოგადად ხელისუფლება კარგად ვართმევთ თავს ქვეყნის მართვას – ეს არის მოცემულობა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ჩვენ არ გვეცოდინება, მაგრამ ამ ეტაპზე მისი ნათქვამიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით, რომ გუნდი მუშაობს წარმატებით და მისი გადაწყვეტილება იყო მისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.