ძაღლის წამების ფაქტი ბაღდადში

Published:

ძაღლის წამების ფაქტი ბაღდადში – 24 დეკემბერს მოქალაქემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ძალადობის მსხვერპლი მიუსაფარი ცხოველი ჩანს.

ძაღლს სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება – თავის ტრავმა, რაც, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმამ გამოიწვია, გულ-მკერდის არეში ჩარჩენილი აქვს პნევმატური იარაღის ტყვია. ის სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.

“კლინიკაში შემოყვანილ იქნა ტრავმირებული ძაღლი, რომელსაც აღენიშნება თავის ტვინის ტრავმა. ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა. პროცედურების მიხედვით, დადგენილ იქნა, რომ ფილტვები არის შეშუპებული. გულ-მკერდის არეში აღენიშნება პნევმატური იარაღის ტყვია, სავარაუდოდ. დაზიანებული აქვს თავის ქალის მთლიანობა. ამ ეტაპისთვის უტარდება ყველა საჭირო პროცედურა, თუმცა ძაღლი რჩება კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში”, – ამბობს ვეტერინარის ასისტენტი, ზაქარია პატარკაცაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img