ილია დარჩიაშვილი – ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყანაში რეფორმების გატარების აუცილებლობას

Published:

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყანაში რეფორმების გატარების აუცილებლობას – ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკომისიასთან იმისთვის, რომ ჩვენ შედეგზე ორიენტირებულად ვმართოთ მოლოდინები იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც დღეს გვაქვს, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განმარტა, რომ სამოქმედო გეგმა იქმნება იმისთვის, რომ შესრულდეს.

“სამოქმედო გეგმაში თითოეული ჩვენი ჩანაწერი ემსახურება იმას, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გვექნება. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია საქართველოში შესაბამისი თანმიმდევრული ეროვნული რეფორმების გატარების პირდაპირპროპორციულია. ამ მიმართულებით არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყანაში რეფორმების გატარების აუცილებლობას. საქართველოში გატარებული რეფორმები, რომელიც მანამდე ჩვენს მიერ განხორციელდა, ამის აღიარება არის ის, რომ ევროკომისიამ კონკრეტული დადებითი რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს“,- აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე დღის განმავლობაში დოკუმენტი გამოქვეყნდება, სადაც სამოქმედო გეგმა იქნება გაწერილი კონკრეტული აქტივობებით.

„ჩვენ ტრადიციულად ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკომისიასთან იმისთვის, რომ შედეგზე ორიენტირებულად ვმართოთ მოლოდინები იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც დღეს გვაქვს. ჩვენი მთავარი მიზანია, ეს რეფორმები შეუქცევადი იყოს, საქართველომ თანმიმდევრულად განახორციელოს ეს რეფორმები.

მინდა გითხრათ, რომ დღის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე დოკუმენტიც იქნება ხელმისაწვდომი. ეს არის აქტივობები, რომელიც ჩვენ ჩამოვწერეთ და გავწერეთ. ეს დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს. აქტიურად ვმუშაობთ. თარიღებთან მიმართებაშიც, დღევანდელი გადასახედიდან მოვახდინეთ ამ თარიღების იდენტიფიცირება. ამ დოკუმენტის მიხედვით არის ორი სახელისუფლებო შტო, რომელიც ამ აქტივობებზეა პასუხისმგებელი. ეს არის საქართველოს მთავრობა და პარლამენტი. თარიღებთან ერთად გაწერილია ის პასუხისმგებელი სახელისუფლებო შტო, რომელიც ამ მიმართულებით მოახდენს რეაგირებას“,- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img