რკინიგზის განცხადება – სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებულები 

Published:

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზეა გაჩერებული. მიზეზი, მათი განცხადებით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობაა. მანამდე ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მატარებელი გაჩერებულია ხაშურში, მგზავრებს უთხრეს, რომ მიზეზი ხის წაქცევაა.

რკინიგზა აცხადებს, რომ ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

როდის განახლდება მოძრაობა, უცნობია.

“დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არის გაჩერებული. საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის.

ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე”, – წერია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img