ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლები

Published:

გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები და სახლების გარეშე დარჩენილი ადამიანები. უამინდობის გამო საქარათველოს სხვადასხვა რეგიონებში უძიმესი ვითარებაა. 24 საათზე მეტია მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ იმერეთში. ყველაზე მძიმე ვითარება ხარაგაულში და ჭიათურაშია, სადაც თოვლმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, ბოძები წაქცია და ხალხს ელექტონერგია არ მიეწოდება. მოსახლეობა დახმრებას ითხოვს, სინოპტიკოსები კი ამინდის ისევ გაუარესებას აანოსნებენ.

ენერგო პრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამ დროის მონაცემებით, დაბა ხარაგაულს და მუნიციპალიტეტის 3 სოფელს მიეწოდება მხოლოდ ელექტროენერგია, ათობით სოფელი კი შუქის გარეშეა დარჩენილი

შუქი მთელი ღამე არ ოფილა, არც ახლა არ არის. ეს გარყვნილებობა რაც გააკეთეს, ოდნავ რომ მოთოვს და წვიმაა ითიშება, მეზობელს აგერ გადახურული შენობა დაენგრა, ლამპები გვაქვს და სანთლები გვაქვს სულ, იმიტომ რომ ხანდახან ისედაც ირთვება შუქი,” – ამბობენ ადგილობრივები.

ენერგო პროს ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ. ასევე მთელი ღამის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა მესტიას, ადგილზე ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ დილით მოხდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img