საქართველოს ბანკის აქციების ფასი ბოლო კვირაში 10%-ით გაიზარდა

Published:

ალთ & თაგარტის 18–22 დეკემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები საგრძნობლად გაიზარდა.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 39.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +10.24% წინა კვირასთან შედარებით და +15.25% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 210 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 35.10 – 39.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 44 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.86% წინა კვირასთან შედარებით და +4.74% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 163 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.85 – 29.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.16 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.20% წინა კვირასთან შედარებით და +1.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 141 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.94 – 10.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 33 ათასი აქცია შეადგინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img