საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დიდთოვლობა რამდენიმე დღეა პრობლემებს ქმნის

Published:

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დიდთოვლობა რამდენიმე დღეა პრობლემებს ქმნის – გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მხოლოდ ბათუმში ქარმა 40-ზე მეტი ხე მოგლიჯა. დაზიანებულია ავტომანქანები, სახურავები, გარე განათების ბოძები.

მძიმე ვითარებაა იმერეთშიც, სადაც ათასობით აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

რთულია ვითარება სამცხე-ჯავახეთშიც, სადაც თოვლის საფარი უკვე ერთ მეტრს აღწევს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს სპეცტექნიკაც.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img