ილია დარჩიაშვილი – საქართველო რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში

Published:

საქართველო რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში – ჩვენ გადავდივართ თანამშრომლობის ახალ ფორმატზე, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა .

მისი თქმით, ეს არის შედეგი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და ქვეყნის ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესის.

„საქართველოს წარმატებული ევროინტეგრაცია, საქართველოში წარმატებული ეკონომიკური რეფორმები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება ნიშნავს საქართველოს უფრო მეტ დაახლოებას ევროპულ ოჯახთან. დაახლოების პროცესი გულისხმობს, რომ საქართველო იმ კონკრეტული სხვადასხვა პარამეტრით, მიმართულებით ეწევა ევროპის ქვეყნებს თავისი განვითარებით და ეს პროცესი გრძელდება და ეს არის გამოძახილი იმის, რომ საქართველო რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსადმი ნდობა, ქვეყნის განვითარების დონე, ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი მისაღებია ამ კონკრეტული ქვეყნებისთვის და ჩვენ გადავდივართ თანამშრომლობის ახალ ფორმატზე”, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img