რა უცნაურია, ეს ჩვენი ოპოზიცია! მათი მოსაწონი ჩვენ და ქართველმა ხალხმა ვერაფერი გავაკეთეთ – ჩვენ ვმუშაობთ, ევროპელ პარტნიორებთან სამუშაო გეგმას ვათანხმებთ, ხოლო ეს ხელმოცარულები მხოლოდ იმით არიან დაკავებული, როგორმე ნეგატივი შემოიტანონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ზარქუას თქმით, “ხელმოცარულ ოპოზიციას” სტატუსის მიღებამდე სიცრუეზე აგებული კამპანია ჰქონდა და ახლაც იგივეს აგრძელებენ.
“მათი შეგონებები გახსოვთ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება გამორიცხული იყო, ფსევდო რეფორმები ტარდებოდა. მაშინ, პრეზიდენტთან შეხმატკბილებული იყვნენ და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ. ქართველი ხალხის ნდობით და ერთობლივი ძალისხმევით შედეგი დავდეთ – საქართველო, როგორც არასდროს ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანებასთან.
ეს დალოცვილები, ყვავებივით რომ დაგვჩხავიან, არ სჯობს, რომ სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ, თუ შნო და ერთი ადგილი აქვთ? – იქ შემოვიდნენ და სამუშაო ჯგუფებში ჩაერთონ. იქ გვაჩვენონ და აზრი წარმოადგინონ. თუ რევოლუციის იქით მიდიან, სამუშაო პროცესში ჩაერთონ. როგორც მაშინ, ახლაც ვეპატიჟებით”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.