ისრაელ-“ჰამასის” ომს, სულ მცირე, 69 ჟურნალისტი ემსხვერპლა 

Published:

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების  მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 69 ჟურნალისტი დაიღუპა. მათგან 62 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 15 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 20 კი დაკავებულია. კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე,  დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი “ჰამასმა” მძევლად აიყვანა. მათი ნაწილი ზავის დროს გათავისუფლდა. ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, ღაზაში 20 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img