პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ სახლში, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა.19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს სამართალდამცველის მიერ ნასროლი ტყვია 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოხვდა. ის 10 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა.
ქართულმა ძალოვანმა უწყებამ 2021 წელს საქმე დახურა. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ 19 წლის ახალგაზრდა კაცი ტერორისტად გამოაცხადა და თქვა, რომ მისი მიმართულებით სპეცრაზმელის გასროლა აუცილებელი მოგერიება იყო.
უკვე 2023 წლის 19 იანვარს კი სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე დაადგინა:
კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა – პროცედურული ნაწილი (სიცოცხლის უფლება), ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგარ დაუდგენია მეორე მუხლის დარღვევა – არსებითი ასპექტი (სიცოცხლის უფლება).სასამართლომ საქართველოს მთავრობას აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის – 10 000 ევროს, ხარჯების ანაზღაურებისთვის კი 15 000 ევროს გადახდა დააკისრა.