წალენჯიხის სოფლებს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება

Published:

ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. ძლიერმა ქარმა და თოვლმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი, წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები და ხეები, მოლიპულია გზები, რის გამოც გარკვეულ უბნებზე მოძრაობა შეფერხებულია.

მუნიციპალიტეტში სპეციალური ტექნიკით ამ დრომდე იწმინდება ცენტრალური გზები. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დენის მიწოდება დღის ბოლომდე  აღდგება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img