დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელს ფოტო რობოტის მიხედვით ეძებენ

Published:

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელს ფოტო რობოტის მიხედვით ეძებენ.

“ფოტო რობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა”,- წერს ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.

გარდაცვლილი გოგონას დედა შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს და დასძენს, რომ ინფორმაციის მიმწოდებელი დაჯილდოვდება, ხოლო ანონიმურობა დაცული იქნება.

ცნობისთვის, დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img