“ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას “ნაციონალური მოძრაობა” და “ლელო” ეწინააღმდეგებიან

Published:

“ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას “ნაციონალური მოძრაობა” და “ლელო”  ეწინააღმდეგებიან.

საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოში სპეციალური განცხადება გააკეთა “ლელოს” წევრმა, საბა ბუაძემ და ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ლილე ლიპარტელიანმა.

მათი თქმით, 40 და 52 სართულიანი შენობები უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის კუთხით რისკის შემცველია.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე განაშენიანების არსებული გეგმა ურბანულ და სატრანსპორტო კატასტროფას გამოიწვევს.

“საკრებულოში შემოსულია “ლაგუნა ვერეს” და მიმდებარე ტერიტორიის  განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც არის სარეკრეაციო ზონა, შესაბამისად ამ ტერიტორიაზე იმ სახის განაშენიანება ურბანულ და სატრანსპორტო კატასტროფას გამოიწვევს”, – განაცხადა  ლილე ლიპარტელიანმა.

პარტია “ლელოს” წევრის საბა ბუაძის განცხადებით, ამ პროექტის არსებული ფორმით დამტკიცება არ შეიძლება, რადგან ის ბევრ პრობლემას წარმოქმნის.

“ერთ-ერთი პრობლემური წერტილი, სადაც მოხდა წყალმოვარდნა, სადაც არსებობს გეოლოგიური საფრთხეები, სადაც არსებობს სატრანსპორტო საფრთხეები, ასევე, სადაც არსებობს პრობლემები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, ვინაიდან ეს ორი ცათამბჯენი წარუშლელ ზიანს მიაყენებს ჩვენი ქალაქის ისტორიულ ნაწილს, ამ პროექტის, ამ ფორმის დამტკიცება, არცერთ შემთხვევაში, არ შეიძლება”, – განაცხადა საბა ბუაძემ. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img