ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

Published:

ავარია ორთაჭალაში – გორგასლის ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img