სოხუმში საპროტესტო აქციებია

Published:

27 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სულ 35 „დეპუტატია“, გადაწყვეტილებას მხარი 28-დან 25-მა დაუჭირა. შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ.

რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდეს.

ამ ფაქტს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია აფასებს და აცხადებს, რომ სეპარატისტთა პარლამენტის მიერ ბოლშევიკური მეთოდით მიღებული გადაწყვეტილება ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, არის საქართველოს ქონების უკანონო გასხვისება და საქართველოს ანექსიის დასაწყისი.

მისივე თქმით, გამთენიისას სეპარატისტთა პარლამენტმა ე.წ. პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, ხალხის შიშით გამოიყენა ბოლშევიკური მეთოდები და მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციაზე გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება, რასაც 28 დეპუტატიდან ხმა მისცა 26–მა დეპუტატმა. როგორც დავითაიამ აღნიშნა, შეთანხმება გაფორმდა დათქმით, თუ ეს აგარაკები მოხვდება მესამე პირის ხელში, ხელშეკრულება გაუქმდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img