კაფე “სავანეს” დემონტაჟი ქუთაისში – მძიმე ტექნიკის მძღოლმა შენობის დანგრევაზე უარი თქვა

Published:

ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში – ბულვარში ამ წუთებში კაფე “სავანეს” დემონტაჟი იწყება. პოლიციამ ტერიტორია ყვითელი ლენტით უკვე შემოსაზღვრა და ცოტახანში შენობის ნგრევას დაიწყებენ.  გადაწყვეტილებას კი კაფეს  მეპატრონეები და ადგილობრივები აპროტესტებენ.

მას შემდეგ, რაც დემონტაჟზე მიყვანილი მძიმე ტექნიკის მძღოლმა ადგილზე შეკრებილი ათეულობით ქუთაისელი დაინახა, მან შენობის დანგრევაზე უარი თქვა და ტრაქტორი დატოვა.

“აი, ეს არის ნამდვილი ქუთაისელი, ეს არის ადამიანი, მან უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო ქუთაისის ისტორიის ნაწილის დემონტაჟში”, – აცხადებს “სავანეს” ერთ-ერთი მფლობელი ირაკლი ტურაბელიძე.

შეგახსენებთ, რომ შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება სასამართლომ ისე მიიღო, რომ ის იუსტიციის სახლის საბუთებში არ არსებობს. ამიტომ მეპატრონეები ქუთაისის მერიას საკუთრების წართმევაში სასამართლოს კი ამ დანაშაულის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img