ბაღდათში დაშავებული ძაღლი მოკვდა

Published:

ძაღლი, რომელსაც ბაღდათში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა უფლებადამცველი მიხეილ კაჭკაჭიშვილი ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები.

მოგვიანებით, ცხოველი თბილისში გადმოიყვანეს და მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img