ავარია ორთაჭალაში – გორგასლის ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.