გორში სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

Published:

გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, 47 ნომერში, 32 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეა.

ცხედარი მისმა თანამშრომლებმა იპოვეს. მას შემდეგ რაც ჯარისკაცი სამხედრო ნაწილში არ გამოცხადდა, თანამშრომლებმა მისი ძებნა დაიწყეს, გამოიძახეს პოლიცია, გატეხეს კარი და ახალგაზრდა ჯარისკაცი გარდაცვლილი ნახეს. ერთ-ერთი ვერსიით ბინაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბინაში შესულ პირებს ფანჯრები ღია დახვდათ.

ცხედარი გორის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. გამოძიება კი მომხდარზე 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img