სახალხო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან იანვარში შევა

Published:

სახალხო დამცველის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ლევან იოსელიანის თქმით, მართალია მიხეილ სააკაშვილი აღარაა კრიტიკულ ვითარებაში, თუმცა იქვე დასძენს რომ საბოლოოდ მისი ჯანმრთელობა სამედიცინო კონსილიუმმა უნდა შეაფასოს, რომელიც ვივა მედის კლინიკაში იანვარში აპირებს შესვლას. 

“სამ თვეში ერთხელ თუ რამე ექსტრაორდინარული არ ხდება, შევდივართ ხოლმე სანახავად. ეს უწევს სადღაც იანვრის შუა რიცხვებში. ეს იქნება გეგმიური ნახვა, გავსინჯავთ და როგორც ყოველთვის, გამოვაქვეყნებთ დასკვნას. რაც შეეხება სად გააგრძელებს მკურნალობას, იმ კლინიკაში სადაც არის, თუ დააბრუნებენ ციხეში, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია და ჩვენ დასკვნაში ამაზე ლაპარაკი სავარაუდოდ არ იქნება. ძირითადად ვივა მედის ექიმების გადასწყვეტია” – აცხადებს კონსილიუმის წევრი ექიმი, გიორგი გრიგოლია.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას გახარიას პარტია უკვე რამდენიმე დღეა ითხოვს. ისინი ამტკიცებენ, რომ მესამე პრეზიდენტი კარგადაა და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ის ციხეში დააბრუნონ.

ვივა მედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე კი ამბობს, რომ “ვივა მედის” ექიმები ამ ეტაპზე მისი ციხეში დაბრუნების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img