ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა კახეთში

Published:

კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც ამ წუთებში ყვარელი – ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, უღელტეხილი დაკეტილია. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებითაც.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სახურავის ნაწილი კულტურის სახლს გადახადა , სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს.

სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში კი ძლიერმა ქარმა საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია.

უამინდობის შედეგად რეგიონში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. აბონენტების ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.

რადიო თავისუფლებას მუნიციპალიტების მერიებში განუცხადეს, რომ გზების გაწმენდას დაიწყებენ მას შემდეგ რაც ქარი ჩადგება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img