იანვრიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი ყველა სახის მოხმარებაზე [საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი] 3 თეთრით გაიფდება. ელექტროენერგიის ტარიფზე დღეს, 28 დეკემბერს, სემეკის სხდომაზე იმსჯელეს.
შემცირებული ტარიფები ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა და 2026 წლის დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
“თელმიკოს” არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 29.646 თეთრიდან 26.646 თეთრამდე იაფდება.
რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მოხმარებას ტარიფები შემდეგნაირად შემცირდა:
0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის მოხმარებაზე ტარიფი (დღგ-ს ჩათვლით) 18.041 თეთრიდან – 15. 041 თეთრამდე მცირდება.
101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის მოხმარებაზე 22.053 თერიდან – 19.053 თეთრამდე გაიფადება ფასი;
301 კვტ.სთ-დან და მეტი მოხმარების შემთხვევაში 26.537 -დან 23.537 თეთრამდე გაიფდება.
სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის შემცირება გაზრდილ ჰიდროგენერაციას უკავშირდება, ასევე მზარდია ენგურჰესის გამომუშავებაც, რამაც სისტემაში შედარებით მეტი იაფი ელექტროენერგია გააჩინა. ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტი ჩანაცვლდა.
რაც შეეხება “ეპ ჯორჯია მიწოდებას”, რომელიც ძირითადად რეგიონებს აწვდის ელექტროენერგიას მის შემთხვევაში ტარიფი 30.879 თეთრიდან 27.879 თეთრამდე მცირდება.
რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მოხმარებას, 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი 14.731 თეთრამდე იაფდება; 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ფასი 18. 707 თეთრამდე შემცირდა; 301 კვტ.სთ-დან და მეტი მოხმარებაზე ტარიფი 23.227 თეთრამდე იაფდება.