ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინს განუცხადა, რომ უკრაინაში ომი კიდევ 5 წელს გაგრძელდება

Published:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ომი კიდევ ხუთ წელს გაგრძელდება. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ Nikkei Asia-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, პუტინმა მის ჩინელ კოლეგას ამის შესახებ 2023 წლის მარტში განუცხადა, ხოლო ამის თქმის მიზანი სიტუაციის შეჯამება იყო, რომელიც იმ დროს რუსეთისთვის არახელსაყრელი იყო. მათივე ცნობით, პუტინმა დაარწმუნა სი ძინპინი, რომ რუსეთი საბოლოოდ გამარჯვებული იქნება.

„სავარაუდო კონტექსტი პუტინის ამ განცხადების იყო ის, რომ გაჭიანურებული ომი სარგებელს მოუტანს ჩინეთის კარგად შეიარაღებულ პარტნიორს. მეორე მხრივ კი, ეს გაფრთხილება იყო ჩინეთის პრეზიდენტისთვის, რომ არ შეცვალოს თავისი პრორუსული პოზიცია“, – წერს გამოცემა.

ასევე, არ გამორიცხავენ, რომ სავსებით შესაძლებელია, პუტინი ამ ქმედებით 2024 წლის მარტის არჩევნების წინ ილუზიის შექმნას ცდილობს, თითქოს მიიწევს ცეცხლის შეწყვეტისკენ ან შეთანხმებისკენ, რადგან ეს იქნება მისთვის ხელსაყრელი სიტუაცია.

გამოცემა ასევე იუწყება, რომ პუტინის ამ განცხადების შემდეგ, ჩინეთმა გადახედა მის სტრატეგიას.

„ხოლო თუ ომი რუსეთსა და უკრაინას შორის გაგრძელდება, ამან შეიძლება, გავლენა მოახდინოს ჩინეთის პრეზიდენტის გეგმებსა და ამბიციებზე, ასევე სი ძინპინის უფრო დიდ მიზანზე, რომელიც ტაივანის ჩინეთთან მიერთებას გულისხმობს“, – წერს გამოცემა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img