თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი დაშავდა

Published:

თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია TRT Haber-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საქარიის პროვინციაში, „ჩრდილოეთ მარმარილოს“ გზატკეცილზე მოხდა და მასში 7 ავტომობილი იყო ჩართული, მათ შორის 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანა.

ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img