“მონცასთან” ხვიჩა კვარცახელიას, როგორც ლიდერის, როლი დიდი იქნება

Published:

კრიზისიდან კრიზისამდე მოქმედი, ჩემპიონი “ნაპოლი” 2023 წელს ცხრილის შუაში მყოფ “მონცას” მასპინძლობით დაასრულებს – პარასკევს, 29 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე. პირველი წრის ბოლოსწინა ტურის წინ უახლოეს მეტოქესთან შორს არც ნეაპოლელები არიან – ოთხეულში შესვლა ამ ეტაპზე მიუწვდომლად რჩება, ვალტერ მაცარის მოსვლა გუნდს არაფერში დაეტყო…

დისკვალიფიკაციები, ტრავმების მზარდი რიცხვი – მასპინძლებისთვის სიტუაცია სახარბიელო არაა. ამას “ნაპოლიდან” ფეხბურთელების წასვლა ემატება, მალე კი აფრიკის თასზე ანგისა და ოსიმენი გაემგზავრებიან. პოზიტიური “უდინეზეს” სერბი ნახევარმცველის, 21 წლის ლაზარ სამარძიჩის (ფასი 18.8 მლნ ევრო) შესაძლოტრანსფერია… “მონცასთან” ხვიჩა კვარცახელიას, როგორც ლიდერის, როლი დიდი იქნება. განვლილ თვეებში, ოსიმენის არყოფნისას, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი შედეგიანად ათამაშდა. წინა სეზონის მიწურულს უკვე ჩემპიონმა ნეაპოლელებმა “მონცასთან” სტუმრად (0:2) წააგეს, “კვარამ” კი მეორე ტაიმში ითამაშა; რაც შეეეხება მეორე ტურის (4:0) მატჩს, გახსოვთ, რომ ხვიჩამ იქ დუბლი შეასრულა და ბრწყინვალედ მოქმედებდა.

ბერლუსკონისა და გალიანის გუნდი (“მონცა”) უკვე მეორე სეზონია, სიმპათიურად გამოიყურება. მათთან წარუმატებლობის გაგრძელების შემთხვევაში, გამორიცხული არაა, დე ლაურენტისმა მაცარიც გარსიას გზას გაუყენოს!.. არსებული კონტინგენტიდან გამომდინარე, თითქოს ვალტერი 3-მცველიან ტაქტიკაზე უნდა გადავიდეს, თუმცა, სავარაუდოდ, ისევ არ გარისკავს და კლუბის პრეზიდენტისთვის სასიამოვნო 4-3-3-ით ითამაშებს. ასეთ სიტუაციაში ჯაკომო რასპადორი მარჯვენა ფლანგზე იმოქმედებს, სადაც ყველაზე ნაკლებად ეფექტურია. ოსიმენს სიმეონე შეცვლის, ლობოტკას – კაიუსტე.

შეხვედრას 54 726 მაყურებელი (ბოლომდე სავსე “მარადონა”) დაესწრება. იმედია, კვარაცხელია და მისი გუნდი ახალ წელს პოზიტიურ განწყობაზე შეხვდებიან!..

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img