ძლიერმა ქარმა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე შენობას სახურავი გადახადა. შემთხვევა 53 ნომერში, ცოტა ხნის წინ მოხდა. არავინ დაშავებულა.
გარდა ამისა, სადგურის მოედანზე ძლიერმა ქარმა რეკლამის აბრა წააქცია, რომელიც ავტომობილს დაეცა.
უამინდობამ პრობლემები შექმნა კახეთშიც, სადაც მოგლეჯილია ხეები, გადახდილია სახურავები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც, მოსახლეობის ნაწილი უშუქოდაა.