2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი გახანგრძლივდა

Published:

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ავტოიმპორტიორების მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი გახანგრძლივდა” – ინფორმაციას ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ნონიაძე წერს, იმ ავტომობილების განბაჟების ვადა, რომელთა ტრანსპორტირება უკვე დაწყებულია გახანგრძლივდა. შედეგად, იმპორტიორები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ავტომობილს ოფიციალურად დარეგისტრირებენ.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენჯერმე გაიმართა ავტო იმპორტიორებისა და ავტო იმპორტთა ასოციაციის შეხვედრა. ყველა ავტომფლობელი, რომლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, ბირკით 2013 წლის ქვემოთ არის და ამა წლის 1 დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერზე, გზაშია და 1 იანვრამდე არ ესწრება ჩამოსვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან” – წერს ალექსი ნონიაძე.

https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Faleqsi.noniadze%2Fposts%2Fpfbid0HChnhHP9ocEivThHRwQNuDjjGiuRurvfbGKjQDaw2CxwAtij1wNWrdVXE6VuqgxCl&show_text=true&width=500

ცნობისთვის, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში შემზღუდავი ნორმა ამოქმედდება, რომლის შედეგადაც, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, ისევე როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოსულ ავტომანქანებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img