თბილისის საკრებულომ გმირთა მოედანთან ცათამბჯენების მშენებლობის პროექტი დაამტკიცა. პროექტს მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო 5. ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 50-სართულიანი 2 ცათამბჯენი აშენდება.
პროექტის განხილვა სხდომაზე დღეს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მშენებლობა თბილისის მთავარ სატრანსპორტო კვანძს საბოლოოდ მოკლავს და დედაქალაქსაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
ოპოზიციის მოსაზრება არ გაითვალისწინა “ოცნებამ”.
10 აგვისტოს ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერე “ქართუ ფონდმა” გაყიდა, მფლობელი კი შპს “ნეო სითი დეველოპმენტია”. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარლამენტის სამგზის მოწვევის ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია.